სამი იტალიური გიგანტი, მოსკოვის "ცსკ"–ას ახალგაზრდა გარემარბის, მილოს კრასიჩის შეძენას ცდილობს. სერბი ფეხბურთელი, რომელიც სულ რაღაც 22 წლისაა, მთელი ევროპული მედიის თავლთახედვის არეში მოექცა. მის შეძენას ხომ ისეთი დიდი გუნდები ცდილობენ, როგორიცაა – მადრიდის "რეალი", მილანის "ინტერი", ლონდონის "არსენალი", მიუნხენის "ბაიერნი", "მილანი" და ტურინის "იუვენტუსი. პაველ ნედვედის თანამემამულე უპირატესობას ტურინის "იუვენტუსს" ანიჭებს, მისი არჩევანი მხოლოდ პირობითია, ოფიციალურად რა მოხდება ჯერ არავინ არ იცის. კრასიჩის აგენტი, დეიან იოკსიმოვიჩი Tuttosport-ის ჟურნალისტებს, თავისი კლიენტის გარშემო ატეხილ გაუგებრობებზე და მის შესაძლო მყიდველებზე ესაუბრა.
ვფიქრობ, კრასიჩი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს მოსკოვის "ცსკ"–ას, თუმცა რომელ ევროპულ გრანდში ამოყოფს თავს, დაზუსტებით თვითონ ფეხბურთელმაც კი არ იცის."
|