კატანიას მწვრთნელმა ჯანლუკა აძორიმ გუშინდელ მატჩზე ისაუბრა.ინტერმა ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე კატანია მიიღო და 2:1 დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.თუმცა სტუმართა მწვრთნელი უკმაყოფილოა თავისი შეგირდების თამაშით და აღნიშნავს,რომ მეტის გაკეთება შეეძლოთ.
ჯანლუკა აძორი: ჩვენ თამაში ნელ ტემპში,ცუდად დავიწყეთ.იყო ტექნიკური წუნი რამაც ინტერს საშუალება მისცა უპირატესობა მოეპოვებინა.პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა იყო,თუმცა მეორეში აბსოლიტურად სხვა თამაში ვაჩვენეთ.სწორედ ესეთი სტილი გვჭირდებოდა თავიდანვე.მეორე ტაიმში ჯენარო დელვეკიო და კრისტან ლლამა ავწიე პლეიმეიკერებად და ამან შედეგი გამოიღო.
შეგახსენებთ,რომ ინტერის 2 სწრაფ გოლს,მასკარას პენალტი მოჰყვა.საბოლოო ანგარიშად კი 2:1 დაფიქსირდა.
|