Radio Anchio Lo Sport -თან საუბარში იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა კლაუდიო პასკუალინმა განაცხადა, რომ გუნდებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები საზაფხულო ტრანსფერებისათვის და მილანის ინტერი შეეცდება სტივენ ჯერარდის გადაბიებას. აგენტმა ყურადღება მერსისაიდელების მძიმე ფინანსურ სიტუაციაზე გაამახვილა, რომელმაც შესაძლოა აიძულოს ლივერპული გაასხვისოს წამყვანი ფეხბურთელები. საუბრების დონეზე ინგლისში ტორესის შესაძლო წასვლაზეც საუბრობენ. უკვე ცნობილია, რომ ლივერპულის დირექტორის პოსტი დატოვა კლუბის ერთერთი მფლობელის ვაჟმა, უმცროსმა ჰიქსმა.
|