შეგახსენებთ რომ ”ინტერმა” მძიმე ტრამვის გამო დაკარგაცენტრფორვარდი დიეგო მილიტო, ამის გამო ”ინტერის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ნორვეგიელი ჯონ კარეუს დამატება. ინტერი უკვე შეუთანხმდა ფეხბურთელს და კონტრაქტის მიხედვით კარეუ ივნისამდე 300,000 ევროს მიიღებს.
ფეხბურთელი მილანში ჩამოფრენის შემდეგ გაივლის სამედიცინო შემოწმებას კაი შედეგების შემთხვევაში კი გაფორმდება კონტრაქტი. შეგახსენებთ რომ კარეუს დიდი ხანია არ უთამაშია.
მისმა აგენტმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
ინტერმა მოგვმართა შემოთავაზებით, რადგან კარეუ არის მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი, მას შუძლია ფორმა 1 კვირაში დაიბრუნოს.