ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი,ჯოვანი ტრაპატონი აცხადებს,რომ "ბაიერნი – ინტერის" ფინალი ღირსეულია,მიუხედავად იმისა რომ არცერთი არ ითვლებოდნენ ფავორიტებად ჯგუფურ ეტაპზე.იტალიელი სპეციალისტი აცხადებს,რომ ამ კლუბებმა გამოთიშეს ტურნირიდან "მანჩესტერი","ჩელსი' და "ბარსელონა".შეგახსენებთ რომ ტრაპატონი თავისი კარიერის მანძილზე ორივე ამ კლუბს წვრთნიდა. "რა შემიძლია ვთქვა მომავალ ჩემპიონთალიგის ფინალზე "ბაიერნსა" და "ინტერს" შორის?ეს ძალიან დაძაბული დაპირისპირება იქნება.მატჩი სადაც ყველაფერი შეიძლება ერთმა შეცდომამ გადაწყვიტოს.ეს გუნდები ძალიან გავს ერთმანეთს.ორივე გუნდის მწვრთნელი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები არიან.მე ჩემპიონთა ლიგის ღირსეულ ფინალს ველი."
|