"ლივერპულის” ახალწვეულის ფელიპე კოუტინიოსადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ჟულიო სეზარმა. "ინტერში” თამაშისას სეზარი და კოუტინიო თანაგუნდელები იყვნენ და ბრაზილიის ნაკრებშიც ერთად გამოდიან. ახლა სეზარი ლონდონში, "ქუინს პარკში” თამაშობს, კოუტინიო კი მერსისაიდის სიამაყის, "ლივერპულის” ღირსებას იცავს. ფელიპე ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და უკვე ენფილდის ამომავალ ვარსკვლავად იქცა. "იმედი მაქვს, რომ "ლივერპულის” მაისურში ის დიდ წარმატებას მიაღწევს.”-თქვა სეზარმა. "ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ მის ახალ "ლივერპულულ” თავგადასავლში. "დარწმუნებული ვარ ის დიდი ფეხბურთელი დადგება. მოედანს გარეთ ის ოქროს ბიჭია და სულ მალე ენფილდსაც ეყოლება ოქროს ბიჭი მისი სახით.” კოუტინიომ ჯერ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა "ლივერპულის” მაისურით და ერთი გოლის გატანაც მოახერხა, სრული დებიუტისას "სუონსი სიტისთან”. სეზარი და კოუტინიო სეზონის ბოლო მატჩში, ენფილდზე შეხვდებიან ერთმანეთს როცა "ქუინს პარკი” მერსისაიდში ჩავა.