არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც 11 აგვისტოს დუბლინში გასამართ ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. 24 კაციან განაცხადში შესულია 7 ფეხბურთელი, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე არ იღებდნენ მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონას წასვლის შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დროებით სერხიო ბატისტა ჩაიბარებს. 24 კაციანი განაცხადი კი ასე გამოიყურება:
მეკარე: სერხიო რომერო (ალკმაარი,ჰოლანდია) , მარიანო ანდუხარი (კატანია, იტალია)
მცველები: მარტინ დემიკელისი (ბავარია, გერმანია) , ვალტერ სამუელი/ნიკოლა ბურდისო (ინტერი, იტალია) , გაბრიელ ჰაინცე (მარსელი, საფრანგეთი) , ფაბრისიო კოლოჩინი (ნიუკასლი, ინგლისი), პაბლო საბალეტა (სიტი, ინგლისი) , ემანუელ ინსუა (ფიორენტინა, იტალია)
ნახევარმცველები: მაქსი როდრიგესი/ხავიერ მასკერანო (ლივერპული, ინგლისი) , ანხელ დი მარია (რეალი, ესპანეთი) , ხონას გუტიერესი (ნიუკასლი, ინგლისი), მარიო ბოლატი (ფიორენტინა, იტალია) , ხავიერ პასტორე (პალერმო, იტალია) , ფერნანდო გაგო (რეალი, ესპანეთი) , ხესუს დატოლო (ესპანიოლი , ესპანეთი) , ევერ ბანეგა (ვალენსია, ესპანეთი)
თავდამსხმელები: გონსალო იგუაინი (რეალი, ესპანეთი) , კარლოს ტევესი (სიტი, მანჩესტერი) , სერხიო აგერო (ატლეტიკო, ესპანეთი) , ლიონელ მესი (ბარსელონა, ესპანეთი), დიეგო მილიტო (ინტერი, იტალია) , ესეკიელ ლავესი (ნაპოლი, იტალია)
|