ესტებან კამბიასომ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა "ჩვენ მთლიანად ფეხბურთში ვართ ჩართული და ვიცით,რომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს სასტვენის ხმამდე.როდესაც "კალიარის" გულშემატკივარი გოლს ზეიმობდა,ჩვენ მშვიდად ვიყავით,რადგან სკუდეტოსათვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. უკეთესი არ იყო დღესვე გამხდარიყავით ტიტულის მფლობელნი?ყველაზე მთავარი დღეს გამარჯვება იყო.ეხლა "სიენასთან" შესახვედრად მოგების წყურვილითა და ჩემპიონობისათვის გავემგზავრებით.
გულშემატკივარი ბევრს ელოდა ამ მატჩიდან და ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა,უნდა მოგვეგო.სამწუხაროა ორი გოლი რომ გავუშვით,მაგრამ ეხლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.ერთადერთი რაც ჩვენ გვსურს და რაც გვჭირდება "სიენასთან' გამარჯვებაა."
|