ინტერის არგენტინელი ნახევარმცველი ესტებან კამბიასო აცხადებს, რომ მისი გუნდი კარგ ფორმაშია. იგი იმედოვნებს, რომ ნერაძურა ისეთივე ტემპით დაასრულებს სეზონს, როგორითაც "მილანს" ეთამაშა. გუშინ მართლაც გმირულად იბრძოლა ინტერმა და დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა.
გუშინ, არგენტინელი ფეხბურთელი მართლაც კარგად გამოიყურებოდა, უმეტეს შემთხვევაში "ნერაძურას" შეტევებს სწორედ, ესტებანი აწარმოებდა. სნეიდერის გაძევების შემდეგ, საკუთარი გუნდის თამაშს სწორედ კამბიასო ალაგებდა და ბურთის დაჭერაც მას ევალებოდა.
ძალიან კარგად ვითამაშეთ. სნეიდერის გაძევების შემდეგ ყველას გაუელვა აზრმა, რომ ინტერი გუშინდელ "Della Madonina"-ს დიდი ანგარიშით წააგებდა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართა. ძალიან მნიშნველოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ და ფაქტიურად გავინაღდეთ ჩემპიონობა."–განცხადა კამბიასომ "Tuttosport"-თან ინტერვიუში.
ყველა ჩემს თანაგუნდელს დიდ მადლობას ვუხდი, ასეთი კარგი და თავდადებული თამაშისთვის. მათ თითოეული ჩვენი გულშემატკივრის გული დაისაკუთრეს. ასეთი წარმატება ძალიან იშვიათია, 9 კაციანი გუნდით ძალიან მრისხანე და მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო კლუბი მშრალად 2–0 დავამარცხეთ.
იმედი მაქვს ჩემპიონთა ლიგაზეც ასეთივე წარმატებით ვიასპარეზებთ...–დაასრულა არგენტინელმა.
|