ინტერის ნახევარმცველი ესტებან კამბიასო არ აპირებს სერია ა-ს მეორე ადგილის გამო ტრაგედიის შექმნას.
კმაყოფილი ვარ, რომ ფიორენტინას” კარში გოლის გატანა შევძელი. ჩვენთვის აუცილებელი იყო ამ შეხვედრის მოგება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არაფერს არ წყვეტს. -განაცხადა არგენტინელმა.
მართალია, მილანი ჩემპიონი გახდა, თუმცა ამ ფაქტის დრამატიზირება არაა საჭირო. ამ სეზონში ჩვენც მოვიგეთ ორი ტიტული: იტალიის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. შემდეგ სეზონზე კვლავ ვიასპარეზებთ ჩემპიონთა ლიგაზე. ახლა კი მთელი ყურადღება იტალიის თასზე უნდა გადავიტანოთ. ვთვლი, რომ ცუდი სეზონი არ ჩაგვიტარებია.
ვწუხვარ, რომ მილანთან დავთმეთ ქვეყნის ჩემპიონობა. დღეიდან, სკუდეტოს დაბრუნებისთვის ვიმუშავებთ .....
|