”ინტერის" 32 წლის ნახევარმცველმა ესტებან კამბიასომ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.
არგენტინელმა მარცხენა ფეხის ერთ-ერთი კუნთი დაიზიანა. ამჟამად, მოთამაშის მოედანზე დაბრუნების თარიღი უცნობია. აღსანიშნავია, რომ "ნერაძურის" ლაზარეთში თითქმის სულ ძირითადის ფეხბურთელები არიან: კასანო, მილიტო, პალასიო, გუარინი, მუდინგაი, ნაგატომო. მიმდინარე სეზონში, სერია ა-ში არგენტინელის მონაგარი 29 მატჩს შეადგენს. რაც შეეხება თვითონ გუნდს, ამჟამად შავ-ლურჯები 32 ტურის შემდეგ მე-7 პოზიციას იკავებენ, კვირას მათ "პარმას" წინააღმდეგ მოუწევთ თამაში, საკუთარ მოედანზე.