2006 წლის "ოქროს ბურთის” მფლობელი, დუბაის "ალ აჰლის” მცველი ფაბიო კანავარო სიამოვნებით ცხოვრობს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, თუმცა იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი "სკუადრა აძურაზე” ფიქრს მაინც არ წყვეტს. კანავარომ მოკლედ შეაფასა საკუთარი ცხოვრება დუბაიში: "სახლი პირდაპირ სანაპიროზე მაქვს”!
შემდეგ საკუთარი აზრი გამოთქვა იტალიის ნაკრების შესახებ: "ფეხბურთელები და ჩეზარე პრანდელი აპლოდისმენტებს იმსახურებენ. ვფიქრობ, "აძურასთვის” ყველაფერი კარგად მიდის’. სერია A-ს შესახებ შემდეგი რამ განაცხადა: "ეს სეზონი კარგად არის დაბალანსებული. ძნელია ფავორიტის განსაზღვრა, მაგრამ მგონია, რომ "სკუდეტოს” "მილანი” მოიგებს. ასე ვფიქრობ, რადგან მათ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჰყავთ, რომელსაც ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. "იუვენტუსის” შესახებ თქვა: "ბიანკონერი” სრულიად განსხვავებული შემადგენლობით თამაშობს. ასე რომ, გუნდს უნდა დავაცადოთ. იუვენტუსი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა – ეს უბრალოდ სირცხვილია. ინტერის” შესახებ აღნიშნა: მათი კრიზისი არ მაკვირვებს. გასაოცარი სეზონის შემდეგ, როცა ინტერმა სამი ტურნირი მოიგო, ბუნებრივია გუნდს დასვენება სჭირდება. გარდა ამისა, ნერიაძურის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ტრავმირებული არიან”.
|