კასანოს დაბრუნება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო ანტონიო კასანო, რომელიც ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა. "სამპდორიას" ტიფოზებმა კასანტა არაერთგვაროვნად მიიღეს - ზოგმა ტაში დაუკრა, ზოგმა უსტვინა, ზოგმა კი უხამსი ბანერები გამოკიდა... მოკლედ, ანტონიოს ცოტ-ცოტა ყველაფერი ერგო და ნამატჩევს დაბნეული ჩანდა:
"მადლობა ყველას, ვინც ტაშით შემეგება და იმათაც, ვინც დამისტვინა. "სამპდორია" ყოველთვის ჩემს გულში იქნება და ამ გუნდს ყოველთვის ვუგულშემატკივრებ. არ ვიცოდი, როგორ დამხვდებოდნენ გულშემატკივრები და სიმართლე გითხრათ, არც ის ვიცი, როგორ დამხვდნენ... ვიღაც მადლიერია იმით, რომ "სამპასთვის" რაღაც გამიკეთებია, ვიღაცას კი არაფერი ახსოვს. დღეს ჩემი ფიქრები "ინტერს" დასტრიალებს და ბედნიერი ვარ, რომ სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში".