მილანის "ინტერი” ადასტურებს, რომ გუნდის 30 წლის თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ "ატალანტასთან” გამართულ შეხვედრაში მუხლის ქვედა მყესი დაიზიანა, რის გამოც ერთ თვეს გამოტოვებს.
მატჩში, რომელიც "ინტერის” მარცხით, 3:4 დასრულდა, კასანო მოედნიდან 32-ე წუთზე გაიყვანეს, მის მაგივრად კი თამაშში რიკი ალვარესი ჩაერთო.
ანტონიო კასანოს გარდა, "ინტერის” ტრავმირებულთა სიაში არიან როდრიგო პალასიო და დიეგო მილიტო, რაც ნიშნავს იმას, რომ "ნერაძურის” თავდასხმის ხაზში პრობლემები შეექმნება. პირველი მათგანი სავარაუდოდ ბოლო მატჩებში უნდა დაბრუნდეს აი მილიტოსთვის სეზონი დასრულებულია. სტრამაჩონი მართლაც რთულ მდგომარეობაშია გუნდი მხოლოდ როკის იმედადაა დარჩენილი, ნომინალური თავდამსხმელი გუნდს დღეისათვის მხოლოდ ტომაზო როკი ყავს. რაც თავისთავად არ არის კარგი. რამდენად შეუძლია ინტერს სამეულში შევიდეს ამ მდგომარეობაში ფაქტიურად გამორიცხულია.
"ინტერის" ლაზარეთში დღეისათვის იმყოფებიან: მილიტო, პალასიო, კასანო, მუდინგაი და ობი.
male stramasac daechimeba kunti , ra yleobaa es ra ari to .. vigam unda itamashos ,... midi ricky deda moutyani yvelas rogorc atalantas ise mxecivit itamashe da gadavitant amat rogorme ...