პალერმოს ურუგვაელი ფორვარდი "ინტერის" დასამარცხებლად ემზადება." – ამ ინფორმაციას Sky Sport Itallia-ს ჟურნალისტები ავრცელებენ. მათივე განმარტებით. სიცილიელი სნაიპერი სერია A-ს დამდეგი ტურისთვის გაორმაგებული ძალისხმევით ვარჯიშობს, ედისონ კავანი – "მილანელთა კარის აღებას გეგმავს."
"ინტერი ძალიან კარგი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელებითა და სამწვრთნელო შტაბით დახუნძლული, მაგრამ ჩვენ არც ერთ მეტოქეს არ შევუშინდებით და მეტიც, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ, ჩვენი მთავარი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა." – ციტირებს კავანი.
"მე და დიეგო მილიტო ერთ პოზიციაზე ვთამაშობთ, შევეცდები არგენტინელ ვუნდერკინდს წინააღმდეგობა გავუწიო და მომავალ შეხვედრაში მასზე მეტი გოლი გავიტანო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, მილანელებთან სტატისტის როლში ნამდვილად არ დავჩებით. პირიქით, მეტოქეს ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას გავუწევთ.
|