მილანის ინტერის რუმინელი მცველის, კრისტიან კივუს აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტის ნაპოლიში გადასვლის შესახებ გავრცელებული ხმები მხოლოდ ჭორებია. კივუ ნაპოლიში არ გადავა. ეს მხოლოდ ჭორებია, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სიმართლესთან. ჩემი კლიენტი არცთუ მცირე ხელფასს იღებს და ნეაპოლელები მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ მოახერხებენ” – ციტირებს კიცუს აგენტის, ვიქტორ ბეკალის სიტყვებს Football Italia. 2012 წლამდე მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, რუმინელი მცველი ხელფასის სახით, წელიწადში 3.5 მილიონ ევროს იღებს. ბოლო დროს, "ინტერიდან” მისი შესაძლო წასვლის შესახებ ჭორები არცთუ იშვიათად ვრცელდება. ამის მიზეზი ისაა, რომ რუმინელი ძველებურად მაღალ დონეზე ვეღარ თამაშობს.
|