მოგეხსენებათ, რომ ლაციოს მარცხენა მცველით, ალეკსანდრ კოლაროვით რამდენიმე დიდი კლუბი ინტერესდება, მათ შორისაა მილანის ინტერიც. რომაელთა პრეზიდენტმა სერბი მცველის შესახებ შემდეგი განაცხადა: რაც შეეხება კოლაროვს, მას არასდროს უთხოვია, რომ გაგვეშვა. თუმცა მან თქვა რომ აქვს ამბიცია კარიერა უფრო დიდ კლუბში გააგრძელოს, რაც ლოგიკურია. ჩვენი მხრივ ფეხბურთელი ტრანსფერზე აქამდე არ დაგვიყენებია. იმას ვიტყოდი, რომ ალეკსანდრ კოლაროვის სატრანსფერო ფასი იგივე იქნება რაც ჩვენ სარატეში გადავიხადეთ, ის კი 22.5 მილიონი ევრო ღირს. მოგეხსენებათ სერბი მცველით აქტიურად ინტერესდება ჟოზე მოურინიო, რომელსაც კოლაროვის მეშვეობით მადრიდელთა დაცვის მარცხენა ფლანგის გამაგრება სურს. როგორც თავად პორტუგალიელმა განაცხადა ის არ აპირებს მოთამაშეებში "უაზროდ" დიდი თანხების გადახდას და ეცდება ფეხბურთელები გონივრულ ფასში შეიძინოს. ამის გამო შესაძლოა ინტერელი მაიკონის ტრანსფერი რეალში ჩაიშალოს, რამდენადაც მის გადმოსაბირებლად მხარეები ფასზე ვერ შეთანხმდნენ.
|