მე არაფრის თქმა არ მინდა ჩემი ტრანსფერის შესახებ განაცხადა სერბმა მცველმა
ლაციოს სერბმა მცველმა ალექსანდერ კოლაროვმა თავის მომავალზე ისაუბრა. ბოლო დროს იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება მისი ინტერში გადასვლის შესახებ. რაც მთავარია თავად "ნერიაძურის" ბოსობამაც დაადასტურა სერბის მიმართ ინტერესი. "მე არაფრის თქმა არ მინდა ჩემი ტრანსფერის შესახებ. ამჟამად მე ვარ ლაციოს ფეხბურთელი და მხოლოდ მომავალ თამაშსე ვფიქრობ ლივორნოს წინააღმდეგ." შესაგხსენებთ, რომ ძალიან მალე ინტერს შეუერთდება მისი თანაგუნდელი გორან პანდევი. სავარაუდოთ მაკედონელი უკვე შემდეგ კვირას მოირგებს შავ-ლურჯ მაისურს. კოლაროვმა ამის შესახებაც თქვა: "წარმატებებს ვუსურვებ პანდევს. იმედია ინტერში გატარებული დრო მისთვის წარმატებული იქნება."-განაცხადა სერბმა მცველმა.
|