მას შემდეგ რაც კორინთიასმა 1-0 წააგო შეხვედრა პაულისტას ტურნირზე, ფანები რონალდოსადმი დამცინავ გამონათქვამებს არ იშურებდნენ, ვინაიდან მათ მიაჩნდათ, რომ ფენომენმა თამაშში მრავალი საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან. ეს ყველაფერი კი სტადიონის მიღმაც გაგრძელდა, ხოლო რონალდომ ვერ შეიკავა თავი და ფანებს პასუხად შუა თითი უჩვენა, რამაც მათი საოცარი აგრესია გამოიწვია და ავტობუსში მიმავალი ბრაზილიელის საცემრად დაიძრნენ. "თუმცაღა რონალდომ თავი ავტობუსს შეაფარა, ეს იმას არ ნიშნავს რომ გულშემატკივარი მას ამ საქციელს აპატიებს" - წერს "La Gazzetta Dello Sport"-ი.
ხოლო რონალდოსადმი ასეთი აგრესია არ არის ფანების განრისხების მიზეზი მხოლოდ ბოლო მარცხის გამო, კორინთიასი 16 ქულით ჩამორჩება ბრაზილიის ჩემპიონატის ცხრილის ლიდერს, რაშიც გულშემატკივარი მთავარ მიზეზად რონალდოს უსუსურობას ასახელებს.
|