ფილიპე კოუტინიოს აგენტის, კაკაუ ბარბოსას განცხადებით, "ვასკო და გამას" 17 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელი, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე, მილანის "ინტერის" რიგებს შეუერთდება. ბარბოსას თქმით, კოლაროვისა და კოუტინიოს ტრანსფერები ერთმანეთს არანაირად არ უკავშირდება.
"ფილიპე ამჟამად, ვასკო და გამას რიგებში, არენდის წესით ასპარეზობს, მაგრამ ივლისში, კოუტინიო მილანის ინტერის რიგებს დაუბრუნდება." - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა, TMW-თან ინტერვიუში.
"ფილიპე, ლაციოში გადაბარგებას არ აპირებს, თუნდაც რომაელები, ალექსანდერ კოლაროვს შეელიონ..."
როგორც მოგეხსენებათ, იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანის "ინტერის" სელექციონერები, რომაულ-მილანური ბარტერის განხორციელებას გეგმავდნენ, რომლის თანახმად კოუტინიო "ლაციოს" ფეხბურთელი გახდებოდა, ხოლო კოლაროვის კარიერა "ნერაძურაში" განვითარდებოდა.
|