”ინტერის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩ ისაუბრა ”ინტერის” შესახებ და ”ინტერის” კაპიტან მალე დაბრუნდება უსურვა, გთავაზობთ კოვაჩიჩის ინტერვიუს:
მატეო ისწავლე იტალიური?
”კი უკეთესად,ცოტა გავაუმჯობესე!”
თქვენ რამოდენიმე თქვეში მოიპოვეთ ”ინტერის” გულშემატკივარის სიყვარული, რას იტყვით ამის შესახებ?
”ყველა მათგანს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის, მე მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. ბოდიშით, რომ ჩვენ თქვენს იმედებს ვერ ვამართლებთ, მაგრამ გპირდებით, რომ მომავალი სეზონი უკეთესი იქნება”..
თქვენ გიწევთ თამაში გუნდისთვის ძალიან რთულ დროში, როგორ ფიქრობთ თქვენ იხარჯებით 100%-ით თუ მეტი შეგიძლიათ?
”დიახ, ჩვენ არ ვთამაშობთ კარგად მითუმეტეს ბოლო თამაშები, მაგრამ ჩვენ დაგვრჩა კიდევ 4 თამაში და უნდა ბოლომდე დავიხარჯოთ იმისთვის, რომ სეზონი ღირსეულად დავამთავროთ იმედია ქულათა მაქსიმუმს მოვაგროვებთ”.
თქვენ შეგიძლიათ გაიზარდოთ კიდევ ერთხელ?
”დიახ თითოეულ მათგანს შეუძლია გაიზარდოს კიდევ ერთხელ”(იცინის)
ვინ არის ხავიერ ზანეტი თქვენთვის, სპეციალური გზავნილი მას..
”პირველ რიგში ხავიერი არის დიდი პიროვნება..შემდეგ დიდი კაპიტანი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე ის გავიცანი და ძალიან ვწუხვარ ტრავმის გამო, მაგრამ მე ვიცი რომ ის მალე დაგვიბრუნდება, ვიცი, რომ სერიოზული ტრავმა მიიღო, მაგრამ ისიც ვიცი, რომ დაბრუნდება და ჩვენ მას დაველოდებით”..