იტალიური პრესის თანახმად, ჯენოამ და პარმამ შეთანხმებას მიაღწიეს ერნან კრესპოს ტრანსფერის თაობაზე. არგენტინელის აგენტმა დაადასტურა, რომ მისი კლინეტი ბრუნდება იქ საიდანაც დაიწყო მისი ევროპული კარიერა. ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. კრესპო გასულ ზაფხულს ინტერიდან ჯენოაში გადაბარგდა სადაც 16 თამაშში 5 გოლი გაიტანა. უკანასკნელი გენუური გოლი კი გასულ კვირას ატალანტას კარში. ერთ დროს 35 მილიონად ნაყიდი ფორვარდი ბრუნდება თავის ყოფილ კლუბში, რომელთანაც ერთად უეფას თასი მოიგო 1998 წელს.
|