მიმდინარე წელს რიკარდო კუარეშმამ კიდევ ერთი სეზონი ჩააგდო ინტერის შემადგენლობაში. პორტუგალიელი შეეგუა იმ აზრს, რომ "ნერიაძური" არ აღმოჩნდა მისი სახლი და ამჟამად ახალი კლუბის ძიებაშია. "tuttomercatoweb"-ი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პორტუგალიელს სამშობლოდან აქვს მოწვევა, კერძოდ ლისაბონის სპორტინგიდან. ამ გარიგებას ხელს ისიც უწყობს, რომ სპორტინგი სწორედ ის კლუბია საიდანაც დაიწყო პორტუგალიელის პროფესიული კარიერა. მისი განცხადებით იგი დიდი სიამოვნებით დაბრუნდება ამ კლუბში ნებისმიერ დროს. ლისაბონელები ტრანსფერში აპირებენ მიგელ ველოსოს ჩართვას, რომლითაც მილანური კლუბია დაინტერესებული.
|