რამდენიმე დღის წინ ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ის არ დაკმაყოფილდება მესამე ადგილით და სკუდეტოს მოგებას გეგმავს. ამაზე კომენტარი"ინტერის" ფეხბურთელმა ზდრავკო კუზმანოვიჩმა გააკეთა. "ბერლუსკონი ცდება, "მილანი" ვერაფერს ვერ მოიგებს, ხოლო "ინტერს"შეუძლია მოიგოს "იტალიის თასი" და "ევროპა ლიგა". მათ დაამარცხეს"ბარსელონა", ჩვენ კი "კლუჟი", მაგრამ "ჩემპიონთა ლიგა" და "ევროპის ლიგა" განსხვავებულია შიდა ჩემპიონატებისგან, აქ სულ სხვა თამაშია, შესაძლოა "როსონერი" გამარჯვების მიუხედავად ვერ გავიდეს 1/4 ფინალში. "ბლაუგრანას" ჰქონდა საშინელი თამაში, ისევე როგორც მათ ლიდერს. ლიონელ მესი რობოტი არ არის, ის საოცრებებს აკეთებს, მაგრამ ისიც ადამიანია და შეიძლება ჩააგდოს ერთი მატჩი. ვფიქრობ ესპანეთში განსხვავებული თამაში იქნება. დიახ ეს მართალია, მე არასდროს გამიმარჯვია"როსონერის" წინააღმდეგ. საბედნიეროდ მათ გაყიდეს პატო, რომელსაც ყოველთვის გაჰქონდა გოლი დერბიში. შენ მოიგებ დერბის თუ იმაზე უფრო მეტს გაიტან, ვიდრე მეტოქე. დარწმუნებული ვარ, არ წავაგებთ, ასევე მჯერა, რომ მატჩი 0-0 არ მორჩება. ჩვენი მიზანია დავამარცხოთ "მილანი" და გადავასწროთ მათ." - გაანცხადა"ნერიაძურის" ახალწვეულმა.