მილანის ინტერის რუმინელი მცველი კრისტიან კივუ კვირას საავადმყოფოდან გამოწერეს, სადაც მას ოპერაცია გაუკეთდა. შეგახსენებთ, რომ კივუმ ტრავმა ჩემპიონატის წინა ტურში, კიევოს წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო.
კრისტიანის მდგომარეობა უმჯობესდება, რეაბილიტაციის პერიოდი გეგმის მიხედვით მიდის, რამდენიმე დღით მას მაინც მოუწევს ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, მაგრამ ოპერაციის შემდეგ ეს ჩვეულებრივი ამბავია.
-აცხადებს მილანელების სამედიცინო შტაბის თავკაცი, ფრანკო კომბი.
|