კოლოვატი დერბიზე
მილანისა და ინტერის ყოფილმა ფეხბურთელმა ფულვიო კოლოვატიმ MilanNews.it – თან მომავალ დერბიზე ისაუბრა – რაცუფრო ახლოვდება მილანური დერბი ,
მატულობს მღლვარება და მითქმამოთქმაც,თქვენ რას იტყოდით ამ თამაშის შესახებ?
ინტერის გამარჯვების შემთხვევაში ამ კლუბებს შორის ქულათა სხვაობა მოიმატებს.მაგრამ "როსონერი" დღითიდღე უფრო ძლიერდება და დიდი ენთუზიაზმით თამაშობს.რაც შეეხება "ინტერს" კარგად გამოიყურებოდა წინა თამაშებში
– მილანმა შეიმუშავა ტაქტიკა,რომელმაც გუნდს წარმატება მოუტანა,როგორ ფიქრობთ პატოს არ ყოფნა გადამწყვეტი იქნება?
გუნდმა ბრაზილიელის გარეშეც შესანიშნავად ითამაშა და ესკარგი ტაქტიკის დამსახურებაა."მილანმა" მოუგო "ჯენოას","იუვენტუსს" და "სიენას" თავისი ლიდერის გარეშე."როსონერიმ" იპოვა თავისი თამაში და ვნახოთ რა იქნება კვირას.
– ლეონარდომ თავისი პირველი დერბი მაურინიოსთან წააგო 0:4,მაგრამ მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა,რა იქნება ამჟამად?
მაშინდელი წაგება არ იყო ლეონარდოს ბრალი.მაშინ გუნდს ბევრი ლიდერი აკლდა და ბევრი პრობლემა იყო,ახლა კი ფეხბურთელები ფორმაში არიან.
– თქვენ გქონდათ პატივი ორივე კლუბის მაისური გეტარებიათ,რომელმა გუნდმა უფრო დიდი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?
მილანში ბევრი წელი გავატარე,რისი დავიწყებაც შეუძლებელია.ასევე 4 წელი ვითამაშე "ინტერში",მე ორივეგან ბედნიერი ვიყავი და არ შემიძლია რომელიმეს გამოყოფა
– რომელ ფეხბურთელებს შეუძლიათ გადაწყვიტონ მატჩის ბედი,ვის გამოყოფდით?
გამოვყოფდი "მილანის" დაცვას,ყველაფერი არამარტო ნესტაზე არამედ ბევრი რამ ტიაგო სილვაზეც იქნება დმოკიდებული.იგი ძალიან ძლიერი მცველია,ტექნიკურად კარგად მომზადებული და ძლიერია ბევრ სხვა ასპექტშიც."ინტერში" არაა ასეთი ფეხბურთელი,ისინი გუნდურ თამაშს აჩვენებენ და არ ყავთ ლიდერი.
– როგორ ფიქრობთ ვინ მოიგებს დერბს ინტერი თუ მილანი?
არ შემიძლია რომელიმეს გამოყოფა,მაგრამ საჩემპიონო ინტრიგის შესანარჩუნებლად მე ვუგულშემატკივრებ მილანს
|