მილანის "ინტერის” ნახევარმცველმა ესტებან კამბიასომ განაცხადა, რომ "ნერიაძურისთან” კონტრაქტს ნებისმიერი პირობით გაახანგრძლივებს. არაოფიციალური ინფორმაციით, 32-წლის არგენტინელი ფეხბურთელი მილანურ კლუბში ჯამაგირის სახით სეზონში დაახლოებით 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. "მე უბრალოდ მინდა თამაში. პრეზიდენტმა იცის, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დადებითი პასუხის მისაღწევად 30 წამიც საკმარისია. ხელს მოვაწერ ნებისმიერ ხელშეკრულებას, რასაც კლუბის ხელმძღვანელობა შემომთავაზებს. მასიმო მორატის უკვე ვესაუბრე. "ინტერის” უფროსობასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. "ნერიაძურიში” პრობლემა არასდროს მქონია”, – ციტირებს კამბიასოს სიტყვებს Football Italia. არგენტინელ ფეხბურთელს "ინტერთან” მოქმედი კონტრაქტი 2014 წლის 30 ივნისს ეწურება.
|