”ნაპოლის” მცველმა უგო კამპანიარომ მილანის ”ინტერთან” მოლაპარაკებების წარმოება დაადასტურა.
”დიახ, მე ”ინტერთან” ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, თუმცა დაზუსტებით ჯერ არაფრის თქმა შემიძლია. ამ მომენტისთვის მე თავიდან ბოლომდე ”ნაპოლის” რიგებში თამაშზე ვარ კონცენტრირებული”, – აცხადებს კამპანიარო.
”ინტერის შესახებ ბევრი რამ ვიცი. მე ნათამაშები მაქვს ჩემს თანამემამულეებთან, რომელბიც ”ნერაძურის” ფერებს იცავენ. გარდა ამისა, როდრიგო პალასიოსთან ხშირად ვსაუბრობ. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა მოხდება ივნისში. ამჟამად მხოლოდ ”ნაპოლიზე” და ეროვნულ ნაკრებზე ვფიქრობ”, – განაცხადა არგენტინელმა მცველმა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში კამპანიაროს ანგარიშზე 25 ჩატარებული მატჩი, ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.