ინტერის” 30 წლის ფეხბურთელი, ანტონიო კასანო აცხადებს, რომ მის გუნდს ჯერ კიდევ დიდი შანსი აქვს იმისა, მიმდინარე სეზონი წარმატებით დაასრულოს. მოგეხსენებათ, "ნერაძურიმ” გასულ ტურში "სიენასთან” მატჩი დათმო, ამიტომ ისინი მეხუთე აგილზე დაქვეითდნენ. მიუხედავად ამისა, კასანო მიიჩნევს, რომ "ინტერს” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, ხოლო ევროპის ლიგისა და იტალიის თასის მოგება შეუძლია. "ყველა იმას ფიქრობს, რომ "ინტერი” მოკვდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ სამი ქულა გვაშორებს. ამავე დროს, შეგვიძლია ევროპის ლიგასა და იტალიის თასზე წარმატებას მივაღწიოთ. "მილანი” დაგვეწია? ეს იმის ბრალია, რომ მათ სეზონის დასაწყისში ბევრი ქულა დაკარგეს. ახლა, ყველა იმას ამბობს, რომ "ინტერი” ცუდ სიტუაციაშია, თუმცა მე ასეთი მომენტები მომწონს, მგონია, წარმატებას მივაღწევთ”, განუცხადა კასანომ Sky Sport Italia-ს. კასანო ამბობს, რომ "ინტერში” ყოფნით მოხარულია. იტალიის ნაკრების მოთამაშემ გუნდის შეკრულობას ხაზი გაუსვა. "ფეხბურთს დიდი ხანია ვთამაშობ, მაგრამ ასეთი შეკრული გუნდი არასოდეს მინახავს. "ინტერში” ყველა ცდილობს, რომ ერთმანეთს დაეხმარნონ. განსაკუთრებული გუნდი გვყავს. სიმართლე გითხრათ, "მილანიც” შეკრული გუნდი იყო, მაგრამ კარგად ხედავთ, "ნერაძურიში” გადმოსვლის შემდეგ, როგორი გახარებული ვარ. ”
|