მილანის ინტერის მცველი კრისტიან კივუ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ხაზინაში სერიოზულ თანხებს შეიტანს.რუმინელი რომას გულშემატკივრების წინააღმდეგ გამოხატულ უცენზურო ჟესტებისთვის დაჯარიმდა,რომელსაც ადგილი წინა წლის იტალიის თასის ფინალში ჰქონდა.შეგახსენებთ,რომ ის მატჩი ინტერმა 1-0 მოიგო. თანხის გადახდა მოუწევს ასევე თვითონ კლუბსაც.
როგორც ფედერაცია იტყობინება, კრისტიანმა დაარღვია წესიერებისა და სამართლიანობის ელემენტარული პრინციპები. ეს კი დასრულებული მატჩის შემდგომ მოხდა.
ასევე დაჯარიმდნენ პალერმო და მისი პრეზიდენტი, მაურისიო ძამპარინი. სასჯელი 15 ათას ევროზე მეტს შეადგენს. ეს ყველაფერი კი არბიტრზე დაუფიქრებელი საუბრის გამო… ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ, რომელიც პალერმომ 2-1 დათმო, პრეზიდენტმა მატჩის რეფერი ძლიერ აძაგა.
|