ოთხშაბათი, 15.05.2024, 22:31
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2010 » აპრილი » 17 » კვლავ მილანური სიხარული და კვლავ ტურინული ტრაური (ვიდეო)
16:29
კვლავ მილანური სიხარული და კვლავ ტურინული ტრაური (ვიდეო)
 
 

მილანის ინტერმა იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ტურინის იუვენტუსის დამარცხება მოახერხა… + ( ვიდეო )
"შავ-ლურჯები” თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში "იუვეს” კარში ორი გოლი გავიდა. მატჩის 37-ე წუთზე კი მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან მატჩის მთავარმა არბიტრმა სტუმართა ფეხბურთელი სისოკო გააძევა.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში ძალიან კარგი მომენტები "გააცუდეს” სამუელ ეტო’ომ და დიეგო მილიტომ. პირველი მათგანი ჯანლუიჯი ბუფონთან ერთი-ერთზე დარჩა, მაგრამ ბურთის კარის ჩარჩოში მოხვედრა ვერ მოახერხა და დიდი მანძილით ააცილა "იუვეს” კარს. რაც შეეხება მილიტოს, მან ბალოტელის დაბალი ჩაწოდების შემდეგ მეტოქე გუნდის მცველებს აჯობა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ააცილა კარს.
ანგარიში კი მილანელთა ბრაზილიელი მცველის მაიკონის დარტყმულის შემდეგ გაიხსნა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ გამოვარდნილი ბურთი სწორედ მაიკონის მიუვიდა, რომელმაც მიწაზედაუშვებლად ბურთს სამჯერ შეახო ფეხი, მოატყუე "იუვეს” ფეხბურთელი და მეოთხე შეხებით ბრწყინვალე დარტყმით გაიტანა გოლის ბუფონის კარში. თავისი გოლის გატანა მაინც მოახერხა ეტო’ომ, რომელმაც მატჩის ბოლო წუთებზე მოახერხა მიმდინარე სეზონში მე-13 გოლის გატანა. თანაგუნდელის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ მას ფაქტიურად ცარიელ კარში მოუწია ბურთის გადაგზავნა.
მორიგი გამარჯვების შემდეგ სერია A-ს ლიდერი კვლავ "ინტერია”, მაგრამ დროებით, რადგანაც კვირას თავის თამაშს გამართავს "რომაც”, რომელსაც რომაულ დერბიში "ლაციო” დაუპირისპირდება.
 
ინტერი 2-0 იუვენტუსი
გოლები: მაიკონი 75′, ეტო’ო 90+2′
 
ინტერი: ჟ. სეზარი, სამუელი, ლუსიო, ხ. ძანეტი, მაიკონი, კამბიასო, მოტა (სტანკოვიჩი 46), სნეიდერი (მუნტარი 89), პანდევი (ბალოტელი 54), მილიტო, ეტო’ო.

იუვენტუსი: ბუფონი, ფაბიო კანავარო, გროსო, ძებინა, მელო, დიეგო, მარკიზიო (სტანკოვიჩი 77), სისოკო, დელ პიერო (პოულსენი 41), იაკინტა (ამაური 73)
 
გაფრთხილება: სამუელი 18′, მოტა 22′, ბალოტელი 90+3′ –
იაკინტა 18′, მელო 21′, სისოკო 22′, კიელინი 74′
 
გაძევება: სისოკო 37′
 
მსაჯი: ანტონიო დამატო

ვიდეო
 
 

ნანახია: 792 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
1 interinio  
1
flagitaly flagitaly flagitaly flagitaly flagitaly


Celsac Unda movigot SkudetoOOOOO

2 interist  
1
mec gilcoaaavt braciiii..ifff maiconmaa raaa shedooooo :D :D exlaaa barcastan unda itamashon raaa kvelam maximumi unda gaigos..luciooo raa mcveliii gvkavs venacvalee maagas flag3

3 muro  
2
sagooooooool

4 nerazuri  
2
exla yvelaperi laciozea damokidebuli imedia ar wagebs mag tamash da gagvaxarebs interis fanebs

5 INTERIST  
2
MAIKONIS NISHANO NAXET? UNTERSHI VRCHEBIO MIANISHNA FANEBS.....

6 adribaba  
1
mec gilocavt interelebooo....mnishvlevani gamarjveba movipovet

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter