მილანის ინტერის არგენტინელმა კაპიტანმა, ხავიერ ძანეტიმ გასულ Della Madonina-ზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა მშრალად 2–0 მოიგო. ამ ფეხბურთელის განცხადებით, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ყველაფერი სერია ა–ს ბოლო ტურში გაირკვევა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის განსხვავება საკმაოდ სოლიდურია, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. როსონერი საკმაოდ ძლიერი და მებრძოლი გუნდია, რომელიც არასდროს არ ნებდება. იმედი მაქვს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება, მაგრამ ამისთვის ბევრი უნდა ვიშრომოთ.–განაცხადა ძანეტიმ "Sky Sport"-თან ინტერვიუში.
ჩვენ ომი მოვიგეთ, მაგრამ ბრძოლაა წინაა. ეს ბევრჯერ დამტკიცებულა, ის გუნდი რომელიც მოეშვება და საქმეს დასრლებულად ჩათვლის, ტიტულის გარეშე დარჩება. დღეს ბევრმა ჩემმა თანაგუნდელმა გააკეთა კომენტარი, რის მიხედვითაც ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სკუდეტო უკვე მოგებული გვაქვს, ეს ასე არ არის, ყველაფერი ბოლო ტურებში გაირკვევა."
არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვეშვათ. სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ გუშინ ნერაძურას ძალიან გაუმართლა, ჩვენ 9 კაცით ვთამაშობდით და მაინც 2–0 დავამარცხეთ მეტოქე. ეს ჩვენს მაღალ კვალიფიკაციურობაზე მეტყველებს, ყველა შეხვედრა ასეთი შემართებით უნდა ჩავატაროთ და შედეგი ზუსტად მაშინ გვექნება.
ლეონარდოს შეგირდებმა თავი არ დაზოგეს, მათ შრომას დაფასება სჭირდება, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენ ძალიან ლამაზი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამით ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ...
|