იტალიელმა ჟურნალისტებმა დააჯილდოვეს მილანის ინტერის კაპიტანი ხავიერ ძანეტი, გაეტანო შირეას პრემიით.
ეს პრემია 1992 წელს დააწესეს და ის ეძლევა იმ ფეხბურთელს ვინც 30 წელს არის გადაცილებული და მისი კარიერა კი "მისაბაძი მაგალითი" დანარჩენებისთვის. ხავიერ ძანეტი გახდა პირველი ლეგიონერი ვინც ამ პრიზს დაეუფლა. მანამდე იტალიელი ჟურნალისტები მხოლოდ იტალიელ ფეხბურთელებს ირჩევდნენ. მან 371 ხმიდან 231 მიიღო. ეს პრიზია ღებული აქვს ისეთ ცნობილ ფეხბურთელებს როგორებიცა, ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი, რობერტო ბაჯო, ალექსანდრო დელპირო, ჯანფრანკო ძოლა.
|