როგორც ბრიტანული გამოცემა Sky Sports იტყობინება,არგენტინელი ნახევარმცველი უკვე შეხვდა ლივერპულის ახალ მწვრთნელს და გარკვევით უთხრა,რომ გუნდიდან წასვლა სურს. გუშინ ხავიერი შვებულებიდან დაბრუნდა და როი ჰოდჯონსმაც როგორც იქნა შეძლო მასთან გასაუბრება.
მასკერანოს საუბრისას არ დაუმალავს სურვილი გუნდიდან წასვლისა.
არგენტინის კაპიტანის მთავარ მყიდველად მილანის ინტერი იკვეთება.ისინი მზად არიან ფეხბურთელში 25 მილიონის გადაიხადონ. თუკი არგენტინელი მერსესაიდულ კლუბს დატოვებს,"წეროები" საყრდენი ნახევარმცველის გარეშე დარჩებიან.ამიტომ უფრო სავარაუდოა მუნტარის სანაცვლოდ მასკერანოს გაშვება + თანხა.
აქვე გეტყვით იმასაც,რომ ლივერის ახალი თავკაცი ვესტ ჰემის ნახევარმცველს სკოტ პარკერს აკვირდება.შესაძლოა სწორედ მას მოიაზრებენ არგენტინელის შემცვლელად.
|