ხიმენესი იტალიაში ბრუნდება
როგორც იტალიური გამოცემა Corriere dello Sport იტყობინება პარმა ახლოსაა
მილანის ინტერის ჩილელი ნახევარმცველის ხიმენესის არენდით დამატებასთან.
ხიმენესს საერთო ჯამში იტალიაში 8 წელი აქვს გატარებული, ის ტერნანაში, ფიორენტინაში, ლაციოში და ინტერში ასპარეზობდა. გასულ ზაფხულს ხიმენესი "ვესტ ჰემში” არენდით გადავიდა სათამაშოდ, ახლა კი სავარაუდოდ იტალიაში დაბრუნდება, მაგრამ ამჯერად "პარმას” მაისურს მოირგებს.
ნისლიან ალბიონზე ჩილელმა 11 ჩატარებულ მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.
|