ინტერის ყოფილი თავდამსხმელი,არგენტინელი ხულიო რიკარდო კრუზი ამ სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.შეგახსენებთ,რომ იგი ამჟამად ლაციოს მაისურით ასპარეზობს.
როგორც ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა,არგენტინელს ჯამრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა კარიერის დასრულება.
"ამ სეზონში კრუზს უამრავი ტრავმა ჰქონდა და ამჟამად იგი ფეხბურთიდან წასვლაზე ფიქრობს.ვნახოთ რას იტყვის ზაფხულში,” – აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.
ამ სეზონში კრუზმა ლაციოს შემადგენლობაში 4 გოლი გაიტანა.მას თავისი კარიერის 6 წელი ინტერში გაატარა.129 თამაშში "შავ-ლურჯი” ფორმით 49 ჯერ აიღო მეტოქის კარი.
|