ჩელსის ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ იგი მოუთმენლად ელის ჟოზე მოურინიოსთან შეხვედრას. შემდეგ თვეში პორტუგალიელი და მისი ამჟამინდელი კლუბი სტემფორდ ბრიჯზე ჩადიან, რათა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საგზური გაათამაშონ. ამ ყველაფრისთვის კი ინგლისელი ნახევარმცველი უკვე მზად არის. "ერთი სული მაქვს როდის გვესტუმრებიან მოურინიო და ინტერი. ჩემი აზრით ეს საუკეთესოა წყვილია და წინ ორი უდიდესი მატჩი გველოდება. მოურინიოს მოსვლა ბრწინვალე მოვლენა იქნები ყველასთვის. მას დიდი სიყვარული აკავშირებს ჩელსის მიმართ და იგი მოხარულია, რომ კვლავ დაბრუნდება სტემფორდ ბრიჯზე."-განაცხადა ლამპარდმა.
|