რომის ლაციოს არგენტინელი ნახევარმცველი, კრისტიან ლედესმა შესაძლოა მილანის ინტერში აღმოჩნდეს. ამას ფეხბურთელის აგენტი, ვინჩენცო დე'იპოლიტოც ადასტურებს. მისი განცხადებით, დიდი შანსია არგენტინელმა შემტვემა, გორან პანდევის ბედი გაიზიაროს და მილანურ გრანდში გადაბარგდეს.
მოლაპრაკებები დაწყებულია, ინტერის ხელმძღვანელობამ პირველი ნაბიჯი გადადგა და ლაციოს ბოსებს შემოთავაზება გაუგზავნა. ისინი მეც დამიკავშირდნენ და თვითონ კრსიტინთანაც ისაუბრეს."–განაცხადა ვინჩენცომ LazioSiamonoi.it-თან ინტერვიუში.
კლაუდიოს (ლაციოს პრეზიდენტი) თქმით, მილანელებმა ლედესმაში 8 მილიონი ევროს გადახდა განიზრახეს. თვითონ კრისტიანი თანახმაა გუნდი გამოიცვალოს და იტალიური ფეხბურთის ერთ–ერთ საუკეთესო წარმომადგენელში გადაბარგდეს, მაგრამ ამას ახლო მომავალში დავაზუსტებთ."
ვფიქრობ, ახალგაზრდა არგენტინელს ინტერში ადაპტაცია არ გაუჭირდება, რადგან კრისტიანი ახალ გარემოს და დაძაბულ ატომსფეროს ადვილად ეგუება.
იმედი მაქვს ყველაფერი საუკეთესოდ ჩაივლის და ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება."–დაასრულა იტალიელმა.
|