პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდომ ისაუბრა თავის მომავალზე და მის ურთიერთობაზე მასიმო მორატისთან, შეგახსენებთ, რომ დიდი ხანია მიდის საუბარი ლეონარდოს ინტერში დაბრუნებასთან დაკავშირებით:
არ ვიცი რა იქნება მომავალში, მე ჯერ ვარ აქ პარიზში, მორატის? დიახ მე და მორატი ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე აუცილებლად ვბრუნდები ”ინტერში”. გუარინი, ჰანდანოვიჩი, ჟუან ჟესუსი, პალასიო ესენი შექმნიან ახალ გუნდს. მე დარწმუნებული ვარ რომ ”ინტერი” ამ მდგომარეობას თავს მალე დააღწევს. ”ინტერში” საოცარი გარემოა, მე ძალიან მენატრება ეს ყველაფერი, მორატი ყველაზე დიდი ადამიანია ვისთანაც მიმუშავია. მილანში? არა მე იქ აღარ დავბრუნდები, რადგან არ მინდა ბრძოლა ბერლუსკონთან. ჩემთვის იდეალური გარემო არის მასიმო მორატისთან, როგორც პრეზიდენტთან. მწვრთნელი? არა მე მწვრთნელის ფუნქციას აღარ შევითავსებ ეს ძალიან რთულია ჩემთვის.