ინტერმა დიდებულად დაიწყო თამაში, ასეთ ზეწოლას არავინ ელოდა და პირველი გოლიც დამსახურებულად გავუშვით. გაშვებული ბურთის შემდეგ ჩვენი თამაში დალაგდა და შეტევებსაც ხშირად ვანხორციელებდით მეტოქის კართან მაგრამ საშინლად არ გაგვიმართლა.
პირველი ნახევრის შუალედში, მოედნიდან უესლი სნეიდერი გააძევეს, მსაჯის ასეთმა მოქმედებამ გულში იმედი ჩამისახა, მაგრამ ყველაფერი მეტოქისდა სასიკეთოდ წარიმართა. მათ ყველაფერი გამოსდიოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უფრო ბევრნი ვიყავით, მათი დამარხება შეუძლებელი გახლდათ, გუნდს რომელსაც ასე უმართლებს და რასაც უნდა იმას აკეთებს მოედანზე, 12 კაცითაც ვერ დაამარცხებ.
მაურინიოს შეგირდებმა დაკისრებულ მოვალეობას 100%–ით გაართვეს თავი. პენალტის დარტყმის უფლებაც მოვიპოვეთ, მაგრამ ბედისწერამ აქაც ზურგი გვაქცია. რონალდინიოს კრიტიკას არ დავიწყებ, ბრაზილიელი დიდებულ ფორმაშია, ასეთი შეცდომა კი ნებისმიერი ფეხბურთელი უშვებს.
ჩვენს მარცხს გამართლება არ მოეძებნება, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ საკადრო პრობლემები გვაწუხებდა. ჩვენი დახმარება ვერც ნესტამ, ვერც პატომ და ვერც ზედორფმა ვერ შეძლეს. ეს ძალიან დიდი დანაკლისია. იმედი მაქვს ყველაფერი დალაგდება და სკუდეტოსათვის ბრძოლა ფიქტიურ ხასიათს არ მიიღებს, "ინტერშიც" ჩვეულებირივი ადამიანები თამაშობენ და სრულიად შესაძლებელია ქულებიც ბლომად დაკარგონ
|