მილანის" მწვრთნელმა ლეონარდომ გაამხილა,რომ "ინტერი – ჩელსის" შეხვედრაში ლონდონელთა მხარეს იქნება,მიზეზი კი კარლო ანჩელოტია,რომელთან ერთადაც "როსონერიში" რამდენიმე წელი იმუშავა "ანჩელოტთან ბევრი რამ მაკავშირებს,ჩვენ ბევრი წელი გავატარეთ ერთ გუნდში.პირადად მას წარმატება მინდა ვუსურვო,მაგრამ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო იტალიური კლუბების მიმართ.თუკი იტალიური გუნდები 1/4 ფინალში გავლენ ყველა ბედნიერი ვიქნებით.ასევე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო "ინტერის" მიმართ." "ფიორენტინა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში შესანიშნავად გამოიყურება და მათგან წარმატებულ თამაშსა და მომდევნო ეტაპზე გასვლას ველი." "არ მსურს "ინტერის" შანსებზე საუბარი,რადგან პირადი სიმპატიების გამო არ ვიქნები კომპეტენტური.ვფიქრობ რომ ყველა გუნდი იბრძოლებს გამარჯვებისათვის."ინტერი" კარგად დაკომპლექტებული გუნდია,მათ ბოლო ტურებში სამი ფრე ითამაშეს,მაგრამ არ წაუგიათ."
|