მილანის ინტერის ბრაზილიელი მთავარი მწვრთნელი ლეონარდო მიიჩნევს, რომ წინა წლების პროგრესის გათვალისწინებით, მომავალ სეზონში ის და მისი გუნდი სერია A-ს გამარჯვებული უნდა გახდეს. 2009-2010 წლებში, ის მილანის დამრიგებელი იყო, 2010 წლიდან კი, ამ გუნდის მოსისხლე მტრის, თანაქალაქელი "ინტერის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და მიმდინარე გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა, პირველ საფეხურზე კი, ლეონარდოს ყოფილი გუნდი - მილანი გავიდა. ინტერის ოფიციალურ საიტთან საუბარში, 41 წლის ლეონარდომ განაცხადა, რომ მომავალ სეზონამდე დარჩენილ დროს სამწვრთნელო ოსტატობის დახვეწისთვის გამოიყენებს. გასულ წელს მესამე ადგილზე გავედი, წელს მეორეზე, ასე რომ, პირველობის დრო დადგა. ნებისმიერ გამოცდილებას, მხოლოდ პოზიტიური კუთხით განვიხილავ. ახლა უნდა განვვითარდე როგორც მწვრთნელი. ინტერში მოსვლის დღიდან, თამაშიდან თამაშამდე, ერთგვარი მარათონული შეჯიბრი მქონდა. ახლა ცოტას ამოვისუნთქებთ და მომავალი სეზონისთვის მოვემზადებით. არა მგონია, შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იყოს. ჩვენი გუნდი სავსეა დამატებითი რესურსებით. რევოლუცია არ იქნება, კარგი ფუნდამენტი გვაქვს” - თქვა ლეონარდომ.
|