მილანის ინტერის მთავარ მწვრთნელს, ლეონარდოს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, გელზენკირხენის შალკესთან 2:5 მარცხის შემდეგ, ის გაძევებას იმსახურებდა და ძლიერ გაუმართლა, მასიმო მორატიმ ასეთი გადაწყვეტილება რომ არ მიიღო. Football Italia-სთან საუბარში, მან დაადასტურა, რომ პოსტის დატოვების არ ეშინია, თუმცა, მიიჩნევს, რომ დაკარგული ჯერ კიდევ არაფერია და სიტუაციის გამოსწორება შეიძლება. "მე რომ კლუბის პრეზიდენტი ვიყო, "შალკესთან” მარცხის შემდეგ, მწვრთნელს აუცილებლად გავაგდებდი. პოსტის დაკარგვის არ მეშინია, მაგრამ რაც მოსახდენია, ის აუცილებლად მოხდება. დაკარგული ჯერ კიდევ არაფერია და სიტუაციის გამოსწორება შეიძლება. საკმარისი რესურსი გვაქვს. დიეგო მილიტომ ტრავმა მოიშუშა და ნელ-ნელა ფორმაში შედის. მარცხზე არ უნდა ჩავიციკლოთ და პრობლემების მოსაგვარებლად უნდა ვიბრძოლოთ. კლუბის პრეზიდენტს მშვიდ ატმოსფეროში ვესაუბრეთ და ის ნაკლოვანებები გავაცანი, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს” - განაცხადა ლეონარდომ. "შალკესთან” მარცხამდე, "ინტერი” მილანურ დერბიში "მილანთან” 0:3 შერცხვა და ჩემპიონობის შანსი პრაქტიკულად დაკარგა, ახლა კი, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაც ემუქრება.
|