”ინტერის” მფლობელობაში მყოფმა ხორვატმა თავდამსხმელმა მარკო ლივაიამ, იტალიურ პრესასთან ისაუბრა მისი გადასვლის მიზეზზე.
"მე ძალიან ვარ გახარებული, რომ დღეს "ატალანტას" რიგებში გამოვდივარ. იმედი მაქვს რომ იმ იმედებს რაც ჩემს მიმართ აქვს ატალანტას ხელმძღვანელობას, გავამართლებ. მინდა რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდეს, მე ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და სათამაშო დრო მჭირდება, ჩემი განვითარებისთვის, თამაშის გაუმჯობესებისთვის. ვიმედოვნებ რომ "ატალანტას" დავეხმარები ცხრილის ქვედა ნაწილში დაქვეითების თავიდან აცილებაში., ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე."განაცხადა ხორვატმა ფეხბურთელმა "ატალანტას" ოფიციალურ საიტზე.
წყარო: Atalanta.it