მერსისაიდელების შეთავაზება გახდა იმის მიზეზი, რომ ნახევარმცველის თურქულ კლუბში ტრანსფერი გადაიდო.
გასულ კვირას "ინტერმა" "გალათასარაისთან" უესლი სნეიდერის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც, "ნერაძურის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონი ფუნტი სტერლინგი უნდა მიეღო. მიუხედავად ამისა, ეს გარიგება გადაიდო.
როგორც ბრიტანული პრესა იტყობინება, მომხდარი ფაქტის მიზეზი "ლივერპულის" შეთავაზება გახდა, რომელიც ინგლისურმა კლუბმა ბოლო მომენტში გააკეთეს. ამ ვარიანტმა თავად სნეიდერი მიიპყრო, რომელიც უკვე დიდი ხანია გამოტყდა, რომ პრემიერ ლიგაში თამაში სურს. ამისათვის ჰოლანდიელი მზადაა იმაზე ნაკლებ ხელფასს დათანხმდეს, ვიდრე ამჟამად "ინტერი" უხდის - კვირაში 160 ათასი ფუნტი სტერლინგი.
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი თვლის, რომ უესლი ნახევარდაცვის ცენტრში სტივენ ჯერარდთან შესანიშნავ ტანდემს შექმნის და მისი გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა გახდება.

წყარო: Mirror