ფინალის შემდეგ მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდს შემდეგი ინტერვიუ მისცა: "საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ. იმისათვის, რომ ინტერისნაირ გუნდს შემტევი ფეხბურთი ეთამაშო საუკეთესო ფორმაში უნდა იყო. შეხვედრა ისე წარიმართა როგორც ველოდი, ჩვენ ბურთის კონტროლს ვახორციელებდით, ინტერი კი ჩვენს დაჭერას კონტრიერიშზე გეგმავდა. დაცვის თამაში გაცილებით ადვილია ვიდრე შეტევის. ინტერმა შესანიშნავად ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, ვულოცავ მილანელებს და ჟოზე მოურინიოს. ამავე დროს მეამაყება ჩემი მოთამაშეების, მათთვის ეს კარგი გამოცდილება იქნება. დღევანდელი მატჩი დეტალებმა გადაწყვიტეს. ჩვენს თამაშს რიბერი აშკარად დააკლდა.
|