მაიკონის აგენტმა ანტონიო კალიენდომ განაცხადა, რომ ბრაზილიელის რეალში გადასვლა სავსებით რეალურია, თუ სამეფო კლუბი ინტერს სათანადო თანხას შესთავაზებს: "თუ ფლორენტინო პერესი პირველ ნაბიჯს გადადგამს, მე ვფიქრობ ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. მაიკონის ტრანსფერი დაახლოებით 25-30 მილიონი ევრო დაჯდება." - აცხადებს ის. შეგახსენებთ, რომ მაიკონის რეალში გადასვლაზე საუბარი თვითონ ფეხბურთელმა წამოიყწო. ლიგის ფინალის შემდეგ მან გამოცემა "AS"-ს უთხრა: "მე მოურინიოს რეალში გავყვები" ხოლო რაც შეეხება მოურინიოს, ის ამჟამად ისევ მილანშია და თავის მომავალს არკვევს ინტერში.
|