მადრიდის რეალი მზად არის მილანის ინტერს დუგლას მაიკონის სანაცვლოდ ლასანა დიარა და 10 მილიონი ევრო გადაუხადოს… უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით მომავალ ზაფხულს ბლანკოსის მთავარი სამიზნე სწორედ ბრაზილიელი მცველი იქნება. ფლორენტინო პერესს გასულ ზაფხულსაც სურდა მაიკონის შეძენა, მაგრამ ნერიაძურიმ მაშინ ესპანელებს შეთავაზებულ თანხაზე უარი განუცხადა. ამჟამად კი ფლორენტინო მზად არის მაიკონის სანაცვლოდ ინტერს ლასანა დიარა და პლიუს 10 მილიონი ევრო გადაუხადოს. ჯერ-ჯერობით უცნობია იტალიელთა პასუხი ამ შეთავაზებაზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არაოფიციალური ინფორმაციაა არ არის გამორიცხული მორიგ ჭორთან გვქონდეს საქმე.
გავრცელებული ინფორმაციით დიარას არ მოწონს კლუბში ბოლო დროს არსებული მდგომარეობა და სხვა წინადადებებზე სერიოზულად ფიქრობს. ამჟამად იგი ტრავმირებულია.
|