მაიკონს ოპერაცია დასჭირდება კბილების აღსადგენად
სამშაბათს გამართულ შეხვედრაში მილანის ინტერსა და ბარსელონას შორის, "ბლაუგრანელმა" ლეო მესიმ მატჩის 72-ე წუთზე მაიკონთან უხეში შეჯახების შედეგად ბრაზილიელ მცველს რამდენიმე კბილი დააკარგინა. ფეხბურთელის აგენტის განცხადებით მაიკონს ოპერაცია დასჭირდება კბილების აღსადგენად. წარმომადგენლის განცხადებით ჯერჯერობით გაურკვეველია შეძლებს თუ არა ბრაზილიელი განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.
|