ჩელსის ნახევამრცველმა ფლორან მალუდამ განაცხადა, რომ ინტერის წინააღმდეგ თამაშის დებიუტის წარმატებით დაწყება წარმატების მომტანი იქნება. "ჩვენ უნდა დავიწყოთ თამაში იმაზე უკეთ ვიდრე ეს სან-სიროზე გავაკეთეთ. ჩვენ კვლავ ვინარჩუნებთ გასვლის შანს, ასე რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ." "ყველაზე მეტად ჩვენი შეტევის მეიმედება. იქ ხომ დიდიე დროგბაა. არ აქვს მნიშვნელობა სად ვითამაშებ მე. დაცვა იქნება ეს ნახევარდაცვა თუ თავდასხმა. ერთი ვიცი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ ინტერის დასამარცხებლად." პრემიერლიგის გასულ ტურში მალუდამ დიდი როლი შეასრულა ვესტ ჰემის განადგურებაში (1:4). მან 86 წუთი დაჰყო მოედანზე და ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
|